დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს თანაბარი, 49-პროცენტიანი რეიტინგი აქვთ

სოციოლოგიური კვლევების თანახმად,  ქვეყნის მასშტაბით დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს თანაბარი, 49-პროცენტიანი რეიტინგი აქვთ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი კამპანიის ბოლო დღეს პენსილვანიაში გაატარებს, დონალდ ტრამპი კი შეხვედრებს გამართავს ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიასა და მიჩიგანში.

ამერიკული მედიის შეფასებით, 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლაში გამარჯვებული, სავარაუდოდ, არჩევნების ღამეს ვერ გამოცხადდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ახლოსაა ზღვარი მთავარ საბრძოლო შტატებში.

მსგავსი თემები