ოპოზიციის საერთო გეგმა, რუსთაველზე შეკრებილ მოქალქეებს „ერთობა ნაციონალური მოძრაობის“- წევრმა გიორგი ვაშაძემ გააცნო. მისი თქმით, ისინი არ ცნობენ პარლამენტის ლეგიტიმაციას და მოითხოვენ ახალი არჩევნების დანიშვნას.
„მინდა გაგაცნოთ მთავარი პრინციპები რაზეც ჩვენ შევთანხმდით: ვითხოვთ, ახალი არჩევნების დანიშვნას, არ ვაღიარებთ მოპარულ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას. დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა, და ფრონტს ვშლით ჯერ თბილისში და შემდეგ რეგიონებში . ყოველი შემდგომი პროტესტი იქნები უფრო და უფრო მწვავე, ვაგრძელებთ მტკიცებულებების შეგროვებას“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.