“პროტესტი გამოიტანს შედეგს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ პროტესტი იქნება ხანგრძლივი, დამქანცველი, თავისი “პიკებით” და ჩავარდნებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ძალიან გრძელი გზა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს.
“პროტესტი გამოიტანს შედეგს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ პროტესტი იქნება ხანგრძლივი, დამქანცველი, თავისი “პიკებით” და ჩავარდნებით. ეს არის ძალიან გრძელი გზა, რომელიც უნდა გავიაროთ და რომელიც ჩვენ უკვე ერთხელ გავიარეთ, როდესაც საბჭოთა საქართველოდან დამოუკიდებელი საქართველო შევქმენით. იმავე პროცესში ვართ ჩვენ ახლა. მე ძალიან მომწონს, რომ პოლიტიკური ლიდერების და საზოგადოების მიერ ნელ-ნელა ხდება იმის გააზრება, რომ ჩვენ საბჭოთა საქართველოდან უნდა მივიღოთ დამოუკიდებელი საქართველო. პოლიტიკურად ეს არის პოლიტიკური მომენტის ადეკვატური შეფასება“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.