”რუსეთმა ამას ვერ მიაღწია“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოლდოველ ხალხს ევროპულ არჩევანს და გამარჯვებას ულოცავს. როგორც ჯო ბაიდენი აცხდებს, ეს არის მაია საუდოს ისტორიული გამარჯვება.

„ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად ისტორიულ ხელახლა არჩევას ვულოცავ. მოლდოველი ხალხი არჩევნებზე მივიდა და ხმა მისცა პრეზიდენტ სანდუს უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული მოლდოვის ხედვას“, – ამბობს პრეზიდენტი ბაიდენი.

მისივე თქმით, ეს არის გამარჯვება, რადგანაც რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია.

„მოლდოველმა ხალხმა მაია სანდუ პრეზიდენტად ხელახლა ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმიდან ორი კვირის შემდეგ აირჩია. რუსეთი ცდილობდა მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა. მან  ამას ვერ მიაღწია. მოლდოველმა ხალხმა აირჩია გზა, რომელიც ევროპასა და მთელს მსოფლიოში დემოკრატიებს შეესაბამება“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.

 

მსგავსი თემები