ავტობუსი ხევში გადავარდა – დაღუპულია 36 ადამიანი

ჩრდილოეთ ინდოეთის შტატ უტარახანდში, ავტობუსი ხევში გადავარდა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 36 ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაღუპულთა ოჯახებისთვის 200 000 რუპიის ოდენობით კომპენსაციას გამოყოფს, დაშავებულების ოჯახებისთვის კი 50 000 რუპიას.

მსგავსი თემები