„ჩინეთი მზად არის, იმუშაოს მოლდოვასთან“ – საგარეო უწყება

მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კომენტარი ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა გააკეთა. როგორც მაო ნინი აცხადებს, ჩინეთი მზადაა იმუშაოს მოლდოვასთან.

„მოლდოვა ჩინეთის მეგობარი პარტნიორია. ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა მოლდოვის ხალხის არჩევანს და გულწრფელად იმედოვნებს, რომ ქვეყანა სტაბილურად დარჩება და ისარგებლებს კეთილდღეობით. ჩინეთი მზად არის იმუშაოს მოლდოვასთან ორმხრივი ურთიერთობების მდგრადი ზრდისთვის“ – აღნიშნეს საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა.

 

მსგავსი თემები