ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიის აღმოსავლეთით, ვულკანი ამოფრქვევას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, ამოფრქვევას ფლორესის კუნძულზე, ადგილობრივი დროით 23:57 საათზე მოხდა და 7 სოფელი დააზარალა. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

ქვეყნის მასშტაბით 58-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კი მოსახლეობა შესაძლო წყალდიდობებსა და ცივი ლავის ნაკადების შესაძლებლობების შესახებ გააფრთხილა.

მსგავსი თემები