ჰაერის უპრეცედენტო დაბინძურების გამო, პაკისტანის ქალაქ ლაჰორში სკოლები ერთი კვირით დაიხურა. ორშაბათიდან, ოფისების თანამშრომლების 50%-ს ასევე სახლებიდან მოუწევთ მუშაობა. ეს მთავრობის ე.წ. „მწვანე ლოკდაუნის“ გეგმის ნაწილია.
ლაჰორი პაკისტანის სიდიდით მეორე ქალაქია. ოფიციალური პირების განცხადებით, ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინდოეთთან საზღვარზე ყანებში ხორბლის ნარჩენების დაწვის პრაქტიკა გახდა.