გერმანიაში, ქალაქ ზაარბრიუკენში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბება გააპროტესტეს.
,,მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა”, ,,ჩატარდეს ახალი, სამართლიანი არჩევნები”, ,,დღეს ჩვენ ვიცავთ საქართველოს”, – წერია მათ საპროტესტო ბანერებზე.