დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია სამი პროდასავლური გაერთიანების: ,,კოალიცია ცვლილებისთვის”, ,,ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობისა” და ,,ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა დააანონსეს.

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებენ.

პარალელურად, ევროპისა და აშშ-ის 8 ქალაქში ემიგრანტები შეიკრიბებიან. მათი თქმით, ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ხმები მიიტაცა. ემიგრანტები ამბობენ, რომ ისინი საქართველოში რუსული რეჟიმის ჩამოყალიბებას აპროტესტებენ და არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.

მსგავსი თემები