“ვიწყებ იმ ხალხის სიის გამოქვეყნებას, ვინც უკანონოდ მოიპოვა და დაამუშავა რუსთავის 23-ე და 24-ე უბნების ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაცია”- წერს ყოფილი სახალხო დამცველი და პლატფორმა “საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში და სიას აქვეყნებს.
“მოკლედ, ვიწყებ იმ ხალხის სიის გამოქვეყნებას, ვინც უკანონოდ მოიპოვა და დაამუშავა რუსთავის 23-ე და 24-ე უბნების ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაცია (მისამართი – #2 სამუსიკო სკოლა, ხალხთა მეგობრობის გამზირი 41 და #20 საჯარო სკოლა, ხალხთა მეგობრობის გამზირი 35ა). შემიძლია გაგიზიაროთ, ვინ რომელი ამომრჩევლის კონტროლზე იყო პასუხისმგებელი”- წერს ყოფილი სახალხო დამცველი.