“ევროპას მოუწევს გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას, თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად აირჩევა”

“ევროპას მოუწევს გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას, თუ დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩევა”- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, კონტინენტი „მარტო ვერ ატარებს ომის ტვირთს“. ორბანის განცხადებით, ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ „ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრედ“.

„ამერიკაში მშვიდობის მომხრე პრეზიდენტი, იქნება, რისიც მე არა მხოლოდ მჯერა, არამედ ციფრებსაც ასე ვკითხულობ… თუ მოხდება ის, რასაც ჩვენ მოველით და ამერიკა გახდება მშვიდობის მომხრე, მაშინ ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრედ” – დასძინა მან.

ორბანის თქმით, უკრაინა იქნება განხილვის თემა მომავალ კვირაში ბუდაპეშტში ევროპელი ლიდერების შეხვედრისას.

მსგავსი თემები