“საქართველოს დადუმებულო ელჩებო, დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ!”- პრეზიდენტი

“დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ!”- წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს.

პრეზიდენტი ამბობს, რომ მათი უმრავლესობა რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს  დუმილით ხვდება და არ აპროტესტებს.

“დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ!

მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ სწორედ ჩემი ინიციატივით დაარსდა ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკავშირდება სულხან საბა ორბელიანის სახელს და მოღვაწეობას და ასეთ იუბილეს უნდა აღვნიშნავდეთ სიამაყით! მითუმეტეს, რომ სულხან საბა ჩვენი ევროპული მისწრაფებების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ევროპული გზის რომელსაც მივაღწევთ მხოლოდ დიპლომატიით. მაგრამ არა, ვერა არც მოლოცვის სურვილი, არც სიამაყის განცდა! დღეს მისი ხსენება სულ ცოტა უხერხულია, როცა ხელისუფლება იმ ნანატრ ევროპულ გზას ფეხქვეშ თელავს, როცა რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დიპლომატების უმრავლესობა დუმილით ხვდება და არ აპროტესტებს.

ამ დროს, თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში და კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის??? გადადგომას თუ ვერ ბედავთ, ხმის ამოღებასაც ვერა, ან განსხვავებულ აზრის დაფიქსირებას, აბა რაღა დაგრჩენიათ? ნუთუ ესოდენ გეშინიათ?!”- წერს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები