ბელგრადში რკინიგზის სადგურზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა

ბელგრადში, რკინიგზის სადგურზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრანტები სერბეთის ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის გამო, რომელსაც 14 ადამიანი ემსხვერპლა, ხელისუფლებას დაუდევრობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერებით „სისხლი თქვენს ხელებზეა“ და „კორუფცია კლავს“. დემონსტრანტები სკანდირებდნენ – „დააპატიმრეთ პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი“.

შეგახსენებთ, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვა ჩამოინგრა და მოსაცდელში მსხდომ ადამიანებს დაეცა. შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი თემები