ევროკავშირმა ვაჭრობის პლატფორმა Temu-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ევროკავშირმა ოფიციალური გამოძიება დაიწყო, რომელიც ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა Temu-ში აკრძალული პროდუქტების გაყიდვას შეხება. ასევე, განიხილავენ მის დიზაინსაც, რომელიც მომხმარებლებში მასზე დამოკიდებულებას აჩენს, რადგან თამაშის მსგავსად ჯილდოებზეა აგებული.

„რეალური ეჭვებია იმის შესახებ, რომ აკრძალული პროდუქტების გაყიდვის წინააღმდეგ საკმარისი და ეფექტიანი ნაბიჯები არ იდგმება”, – აცხადებენ ევროკომისიაში.

საუბარია მედიკამენტებზე, სათამაშოებსა და კოსმეტიკურ საშუალებებზე. მიმდინარე წელს ევროპის სავაჭრო ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Temu-ში ნაყიდი 19 სათამაშოდან უმეტესობა ბავშვების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო. ისინი საშიშ ნივთიერებებს შეიცავდა და მახვილი კუთხეები ჰქონდა.

 

მსგავსი თემები