3 ნოემბერს ღაზაში ისრაელის თავდასხმებს, სულ მცირე, 31 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ღაზაში მდებარე საავადმყოფოს ექიმების ცნობით, სულ მცირე, 13 პალესტინელი დაიღუპა ქალაქ ბეით ლაჰიასა და ჯაბალიაში, დანარჩენები კი დაიღუპნენ ქალაქ ღაზასა და სამხრეთ რაიონებში, მათ შორის ხან იუნისში. ჯანდაცვის სამსახურების ცნობით, ხან იუნისში დაიღუპა რვა ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი.
ისრაელს თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.