ესპანეთში, ვალენსიის რეგიონის ქალაქ ტორენტში მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა. სამაშველო-სამძებრო სამუშოები გრძელდება. ასობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
სტიქიის ზონაში ესპანეთის მეფე ჩავიდა. მონარქს დაზარალებული მოსახლეობა პროტესტით დახვდა.