ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ნოემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ-დასავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

მსგავსი თემები