“სრული მობილიზება”- ოპოზიცია ხვალინდელი დღისთვის ემზადება

“ძლიერი საქართველოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, ოპოზიციის საკოორდინაციო შეხვედრას სამი ოპოზიციური კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ. კუპრაძის თქმით, “ძლიერი საქართველოს” შტაბში გამართულ შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წევრები. მისივე თქმით, ბრძოლა ბოლამდე გაგრძელდება.

“საკოორდინაციო შეხვედრა შედგა, რომელსაც ყველა კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ. ხვალინდელი ღონისძიება იგეგმება, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! მაქსიმალურად ვემზადებით, სრული მობილიზებისთვის, მათ შორის მტკიცებულებების წარმოსადგენად, რომელიც ამტკიცებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიისაკუთრა, გააყალბა არჩევნები და სამწუხაროდ, ამაში მრავალი ათასი ადამიანი ჩართული ჰყავდა. ბრძოლა ბოლომდე იქნება, არ ვაპირებთ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას და პარლამენტში შესვლას“- აღნიშნა მან.

 

მსგავსი თემები