ირიანში სტუდენტი დააკავეს მას შემდეგ, რაც ჰიჯაბის ტარების იძულების პროტესტის ნიშნად ქუჩაში გაშიშვლდა. ინციდენტის შესახებ, რომელიც მოხდა წინა დღეს, ცნობილი გახდა 3 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გოგონას ფოტო გამოჩნდა.
ფაქტს ირანის ოფიციალური მედია გამოეხმაურა და დაწერა, რომ საუბარია ფსიქიკურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეზე, რომელსაც ესაჭიროება სამედიცინო დახმარება. თუმცა, უფლებადამცველებმა უარყვეს ეს ინფორმაცია და განმარტეს, რომ გოგონა არის აზად აჰვაზი, პრესტიჟული ისლამური უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ადგილობრივი მორალის პოლიციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გამოვიდა.