ახალი გამოკითხვის მიხედვით, კამალა ჰარისმა სამი პროცენტით გაასწრო დონალდ ტრამპს

Des Moines Register/Mediacom-ის ახალი გამოკითხვის  მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა მოულოდნელად სამი პროცენტით გაასწრო დონალდ ტრამპს შტატში, რომელშიც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტრამპმა ორჯერ გაიმარჯვა.

28-31 ოქტომბერს აიოვას შტატში 808 პოტენციური იამომრჩეველი გამოიკითხა. გამოკითხვის შედეგად ჰარისს 47% აქვს, ხოლო ტრამპს  – 44%. სექტემბერში ჩატარებულ ბოლო გამოკითხვაში დონალდ ტრამპი აიოვას შტატში ჰარისს ოთხი პროცენტული პუნქტით ასწრებდა.

აღსანიშნავია, რომ, Des Moines Register-ის გამოკითხვის თანახმად, აიოვას შტატში ქალ ამომრჩევლებს შორის კამალა ჰარისი ტრამპს 20 პროცენტული პუნქტით ასწრებს.

ტრამპის საარჩევნო კამპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც Des Moines Register-ის გამოკითხვას „აშკარა გადახრა“ უწოდა. მათი განმარტებით, შაბათს გამოქვეყნებული ემერსონის კოლეჯის გამოკითხვა უფრო ზუსტად ასახავს აიოვას შტატის ამომრჩეველთა განწყობას.

მსგავსი თემები