“დონალდ ტრამპის გამარჯვება აიძულებს ევროპას, გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას” – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ აშშ-ში მშვიდობის მომხრე პრეზიდენტი იქნება, რისაც მე არა მხოლოდ მჯერა, არამედ რიცხვებშიც ასე ვკითხულობ, თუ მოხდება ის, რასაც ველოდებით და ამერიკა გახდება მშვიდობის მომხრე, მაშინ ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრე“, – განაცხადა ორბანმა.
მისივე თქმით, უკრაინის საკითხი მთავარი თემა იქნება მომავალ კვირას, ბუდაპეშტში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრასა და ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე.