“უვიზო მიმოსვლის შეჩერდებამ ყველასთვის, შეიძლება გაზარდოს „ქართული ოცნებისადმი“ ბრაზი საზოგადოებაში”- ჯანელიძე

“როგორც ჩანს, სანქციების რეჟიმის დამძიმება გარდაუვალია და „ქართული ოცნებაც“ ამისთვის მომზადებულია. მე მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ვთხოვო, არ შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებისთვის!- ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისი თქმით, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს ჩვეულებრივ მოქალაქეს დააზიანებს.

“იმ შემთხვევაში, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება ყველასთვის, ამან შეიძლება გაზარდოს „ქართული ოცნებისადმი“ ბრაზი საზოგადოებაში, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში, თუმცა მაშინ, როდესაც სახელმწიფო სრულად მიტაცებული აქვს „ქართულ ოცნებას“, ეს მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეს დააზიანებს, დააცილებს რა მას ევროპას. „ქართული ოცნება“ კი, ამ საკითხს, კიდევ უფრო მეტი ანტი-ევროპული პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ თანამემამულეებს არ მისცე საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შესაძლებლობა“- წერს ჯანელიძე.

 

 

მსგავსი თემები