“ახალგაზრდები რომ გამოიყვანოთ, ვისი შვილის სისხლის დაღვრა გინდათ?”- მეუფე იაკობის მიმართვა პრეზიდენტს

მეუფე იაკობმა პრეზიდენტს და ქალ ოპოზიციონერებს კიდევ ერთხელ მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი იმისთვის საუბრობენ, რომ „უცხოელს მოაწონონ თავი.“

„მინდა ქალბატონ პრეზიდენტს და ქალბატონებს მივმართო – კაცებთან მიმართვას აზრი არ აქვს. დედები ხომ ბრძანდებით? – ახალგაზრდები რომ გამოიყვანოთ, ვისი შვილის სისხლის დაღვრა გინდათ? დაფიქრდით ამაზე, რას აკეთებთ… ლაპარაკობთ იმისთვის, რომ უცხოელს მოაწონოთ თავი. ხომ შეიძლება ისე ვიცხოვროთ, რომ არჩევნების დამთავრების შემდეგ ყველამ ერთად ვაკეთოთ საქმე?“, – განაცხადა იაკობმა.

მთავარეპისკოპოსის განცხადებით, ეკლესია ყოველთვის იქ იდგება, სადაც ქართველი ერია.

„კაცებს მივმართავ, ქუჩაში შემდეგ გავლა ხომ გინდათ? 90-იანებში ეს სცენარი ვნახეთ და აღარ აგარევინებთ. ხომ გინდათ, ქუჩაში იაროთ ან მიტინგზე გამოხვიდეთ? ეგრე თუ მოიქეცით, მუდმივ ოპოზიციაში იქნებით. შედეგებზე ხომ უნდა იფიქროთ? ეკლესია ყოველთვის იქ იდგება, სადაც ქართველი ერია“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, როგორც მეუფემ აღნიშნა, მისი ინფორმაციით ურთიერთობები დალაგდება და ქართველი ერი იზოლაციაში არ იცხოვრებს.

„მე რა ინფორმაციის მატარებელიც ვარ, ვიცი, რომ ურთიერთობები დალაგდება. იზოლაციაში ჩვენი ერი ვერ იცხოვრებს. არის რაღაც საკითხები, რაზეც დალაპარაკებაც არ შეიძლება, არათუ რაიმე კომპრომისი. ამიტომ, რა ინფორმაციის მატარებელიც ვარ, ჩვენთან მშვიდობა მალე დაისადგურებს და შევეცადოთ, რომ ისე ვიცხოვროთ, რომ საზოგადოება კი არ დავყოთ, არამედ ერთობა იყოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

“მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ – რას მოგვცემს ეს აქციები?”- მეუფე იაკობი

მსგავსი თემები