“მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ – რას მოგვცემს ეს აქციები?”- მეუფე იაკობი

“მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ – რას მოგვცემს ეს აქციები? ის ხალხი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, დამთმობი არ არის”- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ამ არჩევნებს არ დათმობს.

„მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ – რას მოგვცემს ეს აქციები? ის ხალხი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, დამთმობი არ არის. ქართველი ხალხი ამ არჩევნებს არ დათმობს.

როდემდე უნდა ვიყოთ სხვების ჭკუაზე? – ორი ძალა იბრძოდა არჩევნებზე – ერთი იყო, რომელიც გეუბნებოდა, რომ მშვიდობით ვიაროთ წინ, მივხედოთ ეკონომიკას და განათლებასო და როდესაც სადმე შესვლის ჯერი მოვა, ისე შევიდეთ, რომ დასამადლებელი არაფერი გვქონდესო. მეორე ძალა იყო – გვეუბნებოდა, რომ თუ ჩვენთან არ იქნებით რუსები ხართ, კანონიც და მთავრობაც რუსულია, ხალხი, ვინც ხმას აძლევს ისიც რუსეთუმეაო. ქართველმა ხალხმა მაინც გააკეთა არჩევანი და იმ ტყუილის არ დაიჯერა“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

მსგავსი თემები