“საერთაშორისო გამოძიება ვერ დაიწყება, თუ „ქართული ოცნება“ მათ წვდომას არ მისცეს ყველა ამ მასალაზე”- ვაშაძე

“ჩვენ პირველადი დასკვნები უკვე წარვუდგინეთ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ახლა „ქართული ოცნებისგან“ ველოდებით პასუხს, რადგან საერთაშორისო გამოძიება ვერ დაიწყება, თუ მათ წვდომა არ მისცეს ყველა ამ მასალაზე”- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი ტოტალური და სისტემური დანაშაული ვერც დაიმალება და ვერავის ვერ შერჩება.

„ჩვენ პირველადი დასკვნები უკვე წარვუდგინეთ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ახლა „ქართული ოცნებისგან“ ველოდებით პასუხს, იმიტომ რომ საერთაშორისო გამოძიება ვერ დაიწყება, თუ მათ წვდომა არ მისცეს ყველა ამ მასალაზე. აქ საუბარია უზარმაზარ სისტემაზე. კიდევ მეტი ფაქტი გამოვა როგორ გააყალბეს, როგორ ჩატვირთეს ზედმეტი სიები, როგორ მისცეს იმ ადამიანების სახელების და გვარების გამოყენების უფლება, რომელიც რეალურად, საქართველოში არ იყვნენ – ამისი უამრავი და ზღვა ფაქტია. ასეთი ტოტალური და სისტემური დანაშაული ვერ დაიმალება და ვერავის ვერ შერჩება“ – განაცხადა ვაშაძემ.

 

მსგავსი თემები