“წლის გოლი”- კვეკვესკირი და კაშია მატჩის საუკეთესო მოთამაშეები არიან

უნგრეთის ჩემპიონატში წლის გოლის ავტორი გახდა ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც „ნირედიჰაზას“ გასვლაზე „დიორთან“ თამაში გადაურჩინა – 1:1. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე 33-ე წუთზე გამოჩნდა და 64-ე წუთზე მასპინძლებს (ამ დროისთვის „დიორი“ 1:0-ს იგებდა) კუთხურიდან გაუტანა. ქართველის გოლმა „ნირედიჰაზას“ ქულა მოუტანა, კვეკვესკირმა თამაშის ბედი გადაწყვიტა და 9,0 შეფასებით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ქართული გოლი სლოვაკეთშიც გავიდა – ბრატისლავას „სლოვანმა“ გასვლაზე „პოდბრეზოვა“ 3:1 დაამარცხა. „ჯვაროსნების“ კაპიტანმა გურამ კაშიამ 76-ე წუთზე გუნდი წინ გაიყვანა – ამის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდმა მასპინძლებს მესამეც გაუტანა და ჩემპიონატში გალიდერდა. გურამ კაშიას თამაში 8,5 ქულით შეაფასეს და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

 

მსგავსი თემები