კიევს დრონებით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა კიევს გუშინ ღამით Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, დაზიანებები დაფიქსირდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დრონებით თავდასხმის გამო, უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში ღამით ორჯერ გამოცხადდა და ხუთსაათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს განცხადებით, თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი გაანეიტრალეს.

მსგავსი თემები