“უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთ-ერთ უძლიერეს შეტევას აკავებენ, საჭიროა რესურსების მუდმივი განახლება” – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
სირსკის თქმით, ეს შეტევა ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია.
„ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება კვლავ რთულია. აქტიური საბრძოლო მოქმედებები უკრაინის რესურსების მუდმივ განახლებას მოითხოვს. ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შეტევას აკავებენ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან“- განაცხადა სირსკიმ ჩეხეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.