მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ კრიშტიანო რონალდომ UFC-ის ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიაზე ისაუბრა. როგორც პორტუგალიელმა PFL-თან ინტერვიუში ილიას ჰოლოუეისთან ბრძოლამდე განაცხადა, ილია ზედმეტად ბევრს საუბრობს და თუ სურს, რომ მისი პატივისცემა დაიმსახუროს, ჰოლოუეი უნდა დაემარცხებინა.
“ილია ბევრს საუბრობს, იგი საუკეთესო მებრძოლებთან არ ჩხუბობს. მართალია ვოლკანოვსკი დაამარცხა, თუმცა ალექსი ამ ბრძოლისთვის მზად არ იყო. თუ ილია მაქსს დაამარცხებს, ჩემს პატივისცემასაც დაიმსახურებს” – განაცხადა რონალდომ.
პორტუგალიელის ამ განცხადებას ილიამაც უპასუხა.
“არ ველოდი, რომ შენნაირი ადამიანი ამპარტავნებასა და თავდაჯერებულობას ერთმანეთისგან ვერ გაარჩევდა. ჩვენ ყველანი საკუთარ რეალობას ავსახავთ სხვებზე. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ კარიერის დარჩენილ ეტაპზე, ღმერთმა დალოცოს შენი ოჯახი”- უპასუხა თოფურიამ რონალდოს.
შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს, ,,აბუ დაბიში” UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლაში ილია თოფურიამ (16-0) მაქს ჰოლოუეი (26-8) ნოკაუტით დაამარცხა.