ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგის მე-11 ტურში ერთ-ერთ ლიდერს, „ჰანოვერს“დაუპირისპირდა და ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით 1:2 დამარცხდა. პირველ ტაიმში „ჰანოვერი“ უტევდა, მაგრამ პირველი გოლი „კარლსრუემ“ გაიტანა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 29-ე წუთზე შესანიშნავი თავური დარტყმით მოახერხა ანგარიშის გახსნა, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ ბუდუს თანაგუნდელზე თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. „კარლსრუე“ შესვენებამდე მაინც დაწინაურდა – ანგარიში 45-ე წუთზე მარსელ ფრანკემ გახსნა.
მეორე ტაიმში „ჰანოვერმა“ უპირატესობა მოიპოვა, დიდი ძალებით შეუტია და საბოლოოდ მოიგო – ანგარიში 66-ე წუთზე ჯესიკ ნგანკამმა გაათანაბრა, ხოლო 88-ე წუთზე მარსელ ჰალსტენბერგმა პენალტი უნაკლოდ შეასრულა.
„კარლსრუეს“ 11 ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზე დაქვეითდა, „ჰანოვერმა“ (22) კი „დიუსელდორფსაც“ გადაასწრო და მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.