კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მომხდარი სროლის შედეგად საფრანგეთში 5 მოზარდი დაშავდა

საფრანგეთის ქალაქ პუატიეს ერთ-ერთ რესტორანში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მომხდარი სროლა მასშტაბური დაპირისპირების მიზეზი გახდა. დაშავებულია, სულ მცირე, ხუთი მოზარდი. სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრუნო რეტაიოს თქმით, რესტორანში მომხდარი სროლის შემდეგ ქუჩაში 400-დან 600-მდე ადამიანი გამოვიდა, რომლებიც სხვადასხვა სახის იარაღით იყვნენ აღჭურვილნი და კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ბრძოლაში ჩაერთო.

ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება გახდა საჭირო. დაპირისპირებული მხარეები ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალეს.

მსგავსი თემები