მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონია

პოლონეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მარიამ მურღვლიანმა ( 87კგ.) სამი უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა, – ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 97 /100 /103 დაძლია, ოქროს მედალს დაეუფლა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. მურღვლიანმა აკვრაში დაძლეული 120 /125 კილოგრამითაც ოქროს მედალი მოიპოვა.

ორჭიდის ჯამში კი მარიამმა 228 კილოგრამი ასწია და ამ შემთხვევაშიც ოქროს მედალი დაიმსახურა.

მსგავსი თემები