ფრანგული “სენტ ეტიენის” ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი ევროპის TOP 5 ლიგის თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. დავითაშვილი საუკეთესო თერთმეტეულში ანალიტიკურმა პორტალმა “სოფასკორმა” დაასახელა.
ოქტომბერში “სენტ ეტიენმა” 3 მატჩი ჩაატარა.მის ანგარიშზე სულ 5 გოლია, რომლებიც ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა. სენტ ეტიენი 9 ტურის თავზე 7 ქულით მე-16 ადგილზეა, მომდევნო თამაშს კი 2 ნოემბერს, შინ, სტრასბურგთან ჩაატარებს.