“კეთილსინდისიერად განახორციელეთ თქვენი ვალდებულება”- ნინო ლომჯარია ომბუდსმენს მიმართავს

“300 000 კაცი კი არ აყალბდებდა, 1 აძლევდა ხმას 100 კაცის ნაცვლად” – ამ სიტყვებით მიმართავს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამჟამინდელ ომბუდსმენს.

„ლევან, Levan Ioseliani, როგორც ჩანს ჩვენი ანგარიშების კითხვა დაგეზარათ და ხვალ 20:00 საათზე ჩაუჯექით ამ გადაცემას. 300 000 კაცი კი არ აყალბდებდა, 1 აძლევდა ხმას 100 კაცის ნაცვლად. ომბუდსმენის  ინსტიტუტის რეპუტაცია წლების განმავლობაში ადამიანების თავდადებაზე, ღირებულებების ერთგულებაზე და პროფესიულ სინდისზე იდგა და თქვენი თანამშრომლების შრომას მაინც ეცით პატივი. და კი, თქვენი მანდატი ფარავს საარჩევნო უფლებას (კონსტიტუციის 24-ე მუხლი), ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის დაცვა და ზედამხედველობა თქვენი მანდატია და კეთილი ინებეთ, კეთილსინდისიერად განახორციელეთ თქვენი კონსტიტუციური  ვალდებულება.

p.s. თქვენთან ერთი განცხადებაც რომ არ არის შემოსული, იმას ნიშნავს, რომ არ გენდობიან” – წერს ნინო ლომჯარია.

,,ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს ,,კარუსელებზე” – ომბუდსმენი

მსგავსი თემები