“ქუჩის პროტესტი”- ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ერთმანეთს ხვდება

გაერთიანებულ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. აუდიენცია კოალიცია “ცვლილებებისთვის” შტაბში იმართება.

„ჩვენ, პროდასავლური ოპოზიციის კოალიციამ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ბრძოლის მთავარ ელემენტზე გადავდივართ, ეს არის ქუჩის პროტესტი, რომელიც იქნება მშვიდობიანი, მაგრამ ამასთანავე ძალიან პრინციპული და ძალიან მწვავე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვემზადებით, ორშაბათს იქნება აქცია, საზოგადოებაში უამრავი ჯგუფი, აქტივისტია, რომელსაც ბევრი იდეა აქვს, დღეს ჩვენ ამ ჯგუფებთან შეხვედრა გვაქვს, რომ მათი აზრები მოვისმინოთ, ამ პროცესზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ამასთანავე, ჩართულობა ყველასი უნდა იყოს, რადგან ეს არის საერთო, ეროვნული ბრძოლა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უნდა დაგვიბრუნოს“ – განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე  ხოშტარიამ.

მსგავსი თემები