“მადლობას გეტყვით გია ხარჩილავა, თითოეული აგურისთვის რაც ჩემი ნიკოს სახელს დააშენე”- იზა ომაძე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას გარდაცვალებას ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ეხმაურება. ის ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და გია ხარჩილავას გაწეული თანადგომისთვის მადლობას უხდის.

„ჩვენი მოქალაქეობაი ცათა შინა არს“ – ხო და ზეცას წავიდა ჩვენი ქვეყნის, კუთხის, წალენჯიხის ღირსეული მოქალაქე. წავიდა ალალი და მართალი, მებრძოლი და ბობოქარი გულით… ძალიან წუხს ჩვენი ოჯახი ქალბატონო ვარო კვარაცხელია. გიასთან ერთად თქვენც გვეფიქრებით, გვეცოდებით გაუსაძლისი ტკივილისთვის.. მადლობას გეტყვით გია ხარჩილავა თანადგომისთვის, თანაგრძნობისთვის და თითოეული აგურისთვის რაც ჩემი ნიკოს სახელს დააშენე

ნათელში იყავი ნათელო ადამიანო!

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას ,გისამძიმრებთ წალენჯიხა“ – წერს იზა ომაძე.

 

მსგავსი თემები