დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზღვაზე – შტორმული ღელვა

გარემოს ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში 3 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 3 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, ზღვაზე – 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები