მხარდაჭერის ნაკლებობის გამო მზარდი უკმაყოფილების ფონზე, ესპანეთის მთავრობა ვალენსიაში დამატებით 500 ჯარისკაცს აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ხუთი დღის წინ დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. შედეგად, განადგურდა ხიდები და ქალაქები ტალახით დაიფარა, მოსახლეობა წყლის, საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მედიის ცნობით, ვალენსიის რეგიონში სამძებრო – სამაშველო ოპერაციებში უკვე 1,700-ზე მეტი ჯარისკაცია ჩართული.
„ბიბისი“ წერს, რომ მხარდაჭერის ნაკლებობის გამო მზარდი უკმაყოფილების ფონზე, ესპანეთი ვალენსიაში დამატებით 500 ჯარისკაცს აგზავნის. არსებული ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად 205-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ვალენსიასა და მის მიმდებარედ, თუმცა მოსალოდნელია,რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად.