აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.ნმათი განცხადებით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მარაგების შემცირების საპრეზიდენტო უფლებამოსილების (PDA) ფარგლებში ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას დახმარება ამერიკული არმიის მარაგებიდან გადაეცემა.
პაკეტში სხვა ყველაფერთან ერთად შედის NASAMS და HIMARS სისტემების რაკეტები, Stinger რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო c-UAS აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, “ჰაერი-მიწა” კლასის რაკეტები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები და ტანკსაწინააღმდეგო Javelin და AT-4 სისტემები.
გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სიაში მოხსენიებულია Stryker ჯავშანტრანსპორტიორები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, სამედიცინო აღჭურვილობა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, სათადარიგო ნაწილები და ა.შ.