“ქალი ავტომანქანაში ჩაიწვა”- ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კოდაში

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მანქანა აალდა და ქალი დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები