“შეიარაღების ვერცერთი სისტემა ვერ დაასრულებს უკრაინაზე პუტინის თავდასხმას”- ლოიდ ოსტინი

“არ არსებობს ჯადოსნური საშუალება, შეიარაღების ვერცერთი სისტემა ვერ დაასრულებს უკრაინაზე პუტინის თავდასხმას” – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში წერს.

როგორც ოსტინი აღნიშნავს, შეიარაღების ვერცერთი სისტემა ვერ შეცვლის მოვლენების მსვლელობას ბრძოლის ველზე.

„ვერცერთი ცალკეული შესაძლებლობა ვერ შეცვლის მოვლენების მსვლელობას. არ არსებობს ჯადოსნური საშუალება, შეიარაღების ვერცერთი სისტემა ვერ დაასრულებს პუტინის თავდასხმას. მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების ერთობლივი ეფექტი და კონცენტრირება იმაზე, რაც მუშაობს“ – წერს ოსტინი.

ოსტინი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედიაში გავრცელებული არაერთი ინფორმაციის მიუხედავად, აშშ-ის ხელისუფლება კვლავ უკრაინის გამარჯვებას უჭერს მხარს და არა ომის დასრულებას რაიმე სახის კომპრომისით.

მსგავსი თემები