დონალდ ტრამპი ტელეკომპანია CBS-ს უჩივის, მიზეზი არის ინტერვიუ კამალა ჰარისთან. ტრამპი ირწმუნება, რომ CBS-მა ისე დაამონტაჟა ინტერვიუ, რომ ჰარისს დახმარებოდა, უკეთესად წარმოეჩინა და საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა.
გადაცემა ,,60 წუთთან” ინტერვიუში, კამალა ჰარისმა ამერიკის ეკონომიკაზე, იმიგრაციაზე, ახლო აღმოსავლეთის ომსა და ტრამპთან განსხვავებებზე ისაუბრა.
აღნიშნული ინტერვიუს გამო, რესპუბლიკელი კანდიდატი CBS-გან, ზარალის სახით, 10 მილიარდი დოლარის გადახდასა და სასამართლო განხილვას ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ითხოვს. პასუხად, CBS-ში აცხადებენ, რომ გადაცემა “60 წუთს” ტრამპისთვის ინტერვიუს ჩაწერა შეთავაზებული ჰქონდა, რაზეც მან უარი განაცხადა.