,,აქციებში მონაწილეობას მივიღებთ, კარვებს რაც შეეხება, არ მგონია, ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს” – მეზვრიშვილი

,,აქციებში მონაწილეობას მივიღებთ”, – განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან, 4 ნოემბერს, 3 ოპოზიციური კოალიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას.

,,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით, მათ შორის ვეხმარებით იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება, სადაც ჩვენი ამომრჩეველი ჩათვლის, რომ საჭიროა ყოფნა ხმების დაცვისთვის და იმისთვის, რომ მოპარული ხმები უკან დავაბრუნოთ. ეს არის ახლა ჩვენი პირველი ამოცანა. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ჩვენ აქციებზე უნდა ვიყოთ, ჩვენ ბუნებრივია , შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას. ასე იყო წინა აქციაზეც.

მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დეტალებში შეიძლება რაღაც განსხვავებული იყოს, ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი გვაქვს, რომელსაც მივყვებით და არ ვაპირებთ გადავუხვიოთ. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ოპოზიციას – ეს იქნება მტკიცებულებების შეგროვება თუ საორგანიზაციო საკითხები.

მე არა მგონია, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს და რაღაცა იდეაფიქსი იყოს ვიღაცა სცენაზე იდგება პარტიიდან, თუ არ იდგება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაქსიმალურ ამ პროცესს ვეხმარებით, სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვეხმარებით, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებების მიწოდებით. გუშინ, მაგალითად შეხვედრა იყო და ვიმყოფებოდი საღამოს შეხვედრაზეც და მტკიცებულებების შეგროვებასთან დაკავშირებული შეხვედრა იყო და ამ შეხვედრაშიც ჩვენი წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდა და კიდევ ერთხელ ვამბობ, აქციებშიც ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, იმიტომ, რომ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არის ეს”, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მსგავსი თემები