სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას პრეზიდენტი ადმინისტრაცია ავრცელებს.
საუბრის დეტალებზე X-ზე გერმანიის პრეზიდენტის სპიკერმა დაწერა: ,,პრეზიდენტი შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. მან გამოთქვა შეშფოთება საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და მას საპარლამენტო არჩევნების მთლიანობის გამჭვირვალე და სრული გადახედვისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილი ბოლოს მან 30 სექტემბერს მიიღო”.