უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩრდილოკორეელი სამხედროების ჩაყვანასთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქცია გააკრიტიკა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეების მხრიდან რეაქციის არარსებობა რუსეთის პრეზიდენტს წააქეზებს, გაზარდოს ჩრდილოკორეელი მებრძოლების რაოდენობა უკრაინაში.
„პუტინი ამოწმებს დასავლეთის რეაქციას. მე მჯერა, რომ რეაქცია, რომელიც დღეს დასავლეთს აქვს, არაფერია, ნულის ტოლფასია და კორეელი ჯარისკაცების რაოდენობა ჩვენს მიწაზე გაიზრდება“– აღნიშნა ზელენსკიმ.