საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას, ორშაბათს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
“ქართულ ოცნებაში” უნდათ, რომ მოგვპარონ არჩევნები, პერსპექტივა და სახელმწიფო… ეს ადამიანები, თავიანთი ქურდული აზროვნებით, ევროდეტექტორში ვერ გავლენ… მინდა მაყურებელს ვუთხრა: მხნედ იყავით! კი ბატონო, გამოუშვით ეს თქვენი ემოცია Facebook-ზე, მაგრამ ორშაბათს, სამშაბათს და ა.შ, როდესაც საჭირო იქნება, ყველანი იყავით აქციაზე. არ მივიღოთ ეს ტყუილი!”- აცხადებს მარგველაშვილი.