„გიორგი მიქაუტაძემ საბოლოოდ გამოიღვიძა“- გულშემატკივრები ქართველი ფეხბურთელის გოლებით კმაყოფილი არიან

„გიორგი მიქაუტაძემ საბოლოოდ გამოიღვიძა“– ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ფრანგულმა გამოცემამ, footmercato-მ წერილი „ლიონის“ ქართველ თავდამსხმელზე, რომელმაც უგოლო თამაშების სერია „ოსერთან“ დუბლით დაასრულა.

„მიქაუტაძისთვის „ლიონში“ დაბრუნება რთული აღმოჩნდა. სირთულე სეზონის დასაწყისში იგრძნობოდა, როდესაც მიქაუტაძეს „საწვავი“ ამოეწურა. რამდენიმე საინტერესო თამაში აჩვენა, მაგრამ 10 მატჩში გოლი ვერ გაიტანა და არაეფექტური იყო.

სანამ „ლიონი“ 4-3-3 სქემით თამაშობდა, მიქაუტაძე კაპიტან ალექსანდრე ლაკაზეტის შემცვლელის ფუნქციას ასრულებდა. ქართველს თამაში და გოლები სურდა. „ოსერის“ წინააღმდეგ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და დუბლი შეასრულა.

მართალია, „ლიონმა“ „ოსერთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა (2:2), მაგრამ გუნდის გულშემატკივრები იმითაც კმაყოფილი არიან, რომ მიქაუტაძემ გამოღვიძება შეძლო. ქართველი საკუთარ თავში დარწმუნებულია. გოლების გატანის მორიგი შანსი პარასკევს, „ლილის“ წინააღმდეგ შეხვედრაში მიეცემა და მისი წარმატება ევროსაგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი წარმატება იქნება“- წერს ფრანგული გამოცემა.

 

მსგავსი თემები