ისრაელი ირანის თავდასხმას ელოდება, ქვეყანა მაღალი მზადყოფნის რეჟიმშია. ამის შესახებ „სიენენი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ირანის გადაწყვეტილების შეფასება, რათა დადგინდეს საპასუხო დარტყმის შესაძლო დრო და მასშტაბი.
შეგახსენებთ, მანამდე „სიენენს“ ასევე ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ ირანი ისრაელის წინააღმდეგ „გადამწყვეტ და მტკივნეულ“ საპასუხო ზომებს გეგმავდა. მიუხედავად იმისა, რომ წყარომ თავდასხმის ზუსტი თარიღი არ დააკონკრეტა, აღნიშნა, რომ ეს, სავარაუდოდ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდება.