“სჯობს მამუკა მდინარაძე  ვირეშმაკობას მოეშვას”- ნათია მეზვრიშვილი

“ჩვენ პირიქით გვაქვს მტკიცებულებები, მდინარაძე და მისთანები როგორ აყალბებდნენ არჩევნებს – არ ვიცი, მამუკა მდინარაძე რას ბოდავს! – ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიციამ მათ ხმები დააკლო.

როგორც მეზვრიშვილი აღნიშნავს, „ქართული ოცნება” ჩირგვებშია ჩამალული.

“სჯობს მამუკა მდინარაძე  ვირეშმაკობას მოეშვას. შეგიძლია გადასცეთ, თუ რაიმე დასამალი არ აქვთ, ძალიან მარტივად, ნება იბოძონ და ცესკოს სიები, სრული ბაზა გადასცენ ნეიტრალურ პლატფორმას. გარშემო გვახვევია ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თავები აღმოაჩინეს იმ უბნებზე მიწერილი, სადაც ფეხიც კი არ დაუდგამთ. ადამიანმა, რომელიც ნიუ – იორკში ცხოვრობს, თავი აღმოაჩინა მარნეულში, რომელიღაც უბანზე მიწერილი. ამ ადამიანს აქვს უფლება იცოდეს, ვინმე მივიდა თუ არა მისი სახელით არჩევნებზე. თუ დასამალი არაფერი აქვთ, საკითხი ძალიან მარტივად დგას: მტკიცებულებების განადგურებაში თუ წვლილს შეიტანენ, როგორც ვატყობ აქეთ მიდის საქმე, ამაზე პასუხისმგებლობა დროის ამბავია, დღეს იქნება თუ ხვალ, ვერც მდინარაძე და ვერც “ოცნების” სხვა წარმომადგენელი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას” – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მსგავსი თემები